სასწავლო პროექტი


პროექტის სახელწოდება: ეკლესია-მონასტრები-საგანმანათლებლო კერა.



პროექტის მთავარი იდეა/თემა/-ძველი ქართული მწერლობის კერები საზღვარგარეთ.
აქტუალობა-ბავშვები ეცნობიან საზღვარგარეთ  ჩვენი წინაპარი სასულიერო პირების მოღვაწეობას.



პროექტის მიზნები; პროექტის თემაზე მუშაობისას მოსწავლეებმა რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მიიღონ ძველი ქართული მწერლობის კერების შესახებ როგორც ახლო აღმოსავლეთში, ისე დასავლეთში.

მოსწავლეთა ასაკი;15 წელი.

ვადები/ხანგრძლიობა/;1 თვე.

მოსალოდნელი სედეგები: მოსწავლეები გაიგებენ ჩვენი წინაპრების მრავალმხრივ კულტურულ- აღმსენებლობითი და მწიგნობრულ- შემოქმედებითი საქმიანობის შესახებ ეგვიპტის , პალესტინისა სირიის სავანეებში.სადაც საუკუნეების მანძილზე ჩქებდა ლიტერატურული ცხოვრება, იწერებოდა ორიგინალური თხზულებანი, ითარგმნებოდა უცხოური ძეგლები, მრავლდებოდა ხელნაწერები, მდიდრდებოდა ეროვნული წერილობითი კულტურის საგანძური.



წინარე ცოდნა: მოსწავლეებმა იციან გიორგი მთაწმინდელის თხზულება, რომელიც ათონის საგანმანათლებლო კერის „ივირიონის“ დამაარსებლის მამა-შვილის იოანესა და ექვთიმე ათონელების შესახებ მოგვითხრობს. განსაკუთრებით ხაზგასმულია ექვთიმეს მთარგმნელობით მოღვაწეობას.



სასწავლო მასალა და ტექნიკური საშუალებები: 10- ე კლასის ქართული ენისა და ლიტერატურის  სახელმძღვანელო: ლევან მენაბდე „ძველი ქართული მწერლობის კერები“თბ:1980 წელი.:კორნელი კეკელიძე“ძველი ქართული ლიტერატურის ისტორია“ ტ.1. ენციკლობედია: ინტერნეტი.



პროექტის მსვლელობა/ძირითადი აქტიობები/:

საფეხური1

აქტიობა 1-ვამოწმებ ბავშვების მიერ თემის შესაბამისად მოძიებულ მასალებს. ვარკვევ სახელძღვანელოში მოცემული მასალის გარდა კიდევ რით იხელმძღვანეს, რით სეავსეს ცოდნა. ამით ვადგენ  რა უნდა იქნას  გათვალისწინებული პროექტზე მუშაობისას.

საფეხური2

აქტიობა 2-მოსწავლეებს ვთხოვ ინტერნეტის საშუალებით დამატებით მოიძიონ თემის შესაბამისი შესაბამისი მასალები, ქართული მწერლობის კერების შესახებ  და მოღვაწეთა სურათებით შეავსონიგი.

საფეხური3

აქტიობა 3-ბავშვები მუშაობენ ჯგუფებში, მოძიებულ ინფორმაციებს ალაგებენ თემატურად-ძველი ქართული მწერლობის კერები ახლო აღმოსავლეთში /პალესტინა, სირია, იერუსალიმი, ჯვრის მონასტერი/: ძველი ქართული მწერლობის კერები დასავლეთში/ათონი, კოსტანტინეპოლი, კვიპროსი, პეტრიწონი

საფეხური4

აქტივობა4-მოხიებული და დალაგებული ინფორმაციის  ჯგუფებში შეჯერება ხდება. იწყება მზადება  პრეზენტაციისთვის, ბავშვები მუშაობით კმაყოფილნი არიან და შედეგების მიხედვით დასკვნებს აკეთებენ: ქართველებს ადრეული ხანიდანვე ინტესიური ურთიერთობა ჰქონდათ ახლო აღმოსავლეთთან.. ეგვიპტის ,პალესტინისა და სირიის ბევრი უდაბნო ქართველ მოღვაწეთა  საიმედო თავშესაფრად იქცა. ჩვენმა წინაპრებმა უკვე მე-4-5 საუკუნეებში მიაშურეს დასახელებული ქვეყნის სავანეებს და იქ მრავალმხრივი კულტურულ-აღმშენებლობითი საქმიანობა გააჩაღეს.

ქართველთა ლტოლვა ახლო აღმოსავლეთისაკენ განაპირობა ქართული ეკლესიის აღმოსავლურმა  /იერუსალიმურმა/წარმომავლობამ, ქართველთა ინტერესმა ქრისტიანობის კერისადმი, ბიბლიური ადგილებისადმი, სწრაფვამ ბერმონაზნური  ცხოვრებისაკენ, განსაკუთრებით კი- ქართველთა დაინტერესებამ ქრისტიანული მწერლობით და ამ მწერლობის კერებით.



საუკუნეთა განმავლობაში ახლო აღმოსავლეთი წარმოადგენდა ქრისტიანული მწერლობის  მძლავრ ცენტრს და გამოჩენილ მწიგნობართა სამოღვაწეო ასპარეზს. იერუსალიმი, საბაწმინდა, პალავრა, სინა, ანტიოქია შავი მთა,- ამ მწერლობის სახელგანთქმული ცენტრებია.



საფეხური 5

აქტივობა 5-სასკოლო-სასწავლო ღონისძიების ჩატარება, რომელიც მიეძღვნება ექვთიმე ათონელის, პეტრე ქართველის, იოანე მინჩხისა დაიოანე- ზოსიმეს სამწერლო მოღვაწეობას.

აქტივობა 6.-პროექტის შეფასება.

ფასდება შემდეგი აქტიობები
დაბალი 1-3
საშუალო 4-6
მაღალი 9-10თთ
თემის,იდეის გაცნობიერება, მასალის შეგროვება, დამხმარე და ვიზუალური საშუალებების მოძიება და გამოყენება.
მოსწავლე ვერ ახერხებს თემის გაცნობიერებას. საჭირო მასალის მოძიებას.
უჭირს თემის და მიზნის გაცნობიერება; მომზადებული მასალა არასაკმარისია.
მოსწავლეს გაცნობიერებული აქვს თემა, იდეა, მიზანი; მომზადებული მასალა მდიდარი და მრავალფეროვანია.
აუდიტორიასთან კავშირი,ყურადღების მიპყრობა, კეთილგანწყობა.
მოსწავლეს უჭირს საკუთარი აზრის გადმოცემა. ამიტომაც აუდიტორიასთან კონტაქტს ვერ ახერხებს.
ნაწილობრივ ახერხებს კავშირს  ჯგუფის წევრებთან, მისხმასა და საუბარს აკლია  დამაჯერებლობა.
მოსწავლე აუდიტორიასთან ამყარებს თვალით კონტაქტს, ხმა და ინტონაცია დამაჯერებელია.
ანალიზისა და სინთეზის უნარი, ორიგინალობა და შემოქმედებითობა, საკუთარი პოზიციის დაცვა.
ვერ ახერხებს ჯგუფში მუშაობას.
უჭირს  აუდიტორიასთან კონტაქტი.
მოსწავლეს აქვს ანალიზისა სინთეზის კარგი უნარი. მსჯელობს სათანადო არგუმენტების მოხმობით და თანმიმდევრულად ავითარებს თავის მოსახრებებს, კარგად ახერხებს საკუთარი პოზიციის დაცვას.

საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი

ქართული 10.4. მოსწავლეს შეუძლია დისკუსიისა და კამათის სტრადეგიის გამოყენება.

1. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე წინასწარ ეცნობა აუდიტორიას, შეადგენს გამოსვლის გეგმას, ქმნის ტექსტს, გადის რეპეტიციებს, ამოსწმებს რეგლამენტს და ა. შ.
2აუდიტორიის ყურადღების მობილიზაციისთვის იყენებს  ინტერვალს მეტყველებაში, ხმის დონეებს უსადაგებს ამ საშუალებებს.

პროექტის ხელმძღვანელი: ზირა ბაქანიძე.

ხელმძღვანელის ელ- ფოსტა:baqanidzezira@gmail.com


Комментариев нет:

Отправить комментарий